თეგებით ძიება

5 სრულიად განსხვავებული მიზეზი, რომელიც განქორწინებას იწვევს

სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში განქორწინებები მომრავლდა. „ხასიათებით ვერ შევეწყვეთ“, – დაახლოებით ასე პასუხობს განქორწინებული წყვილების უმრავლესობა, თუმცა, ხშირად, ამ პასუხის უკან სხვა მიზეზები იმალება.

ვნახოთ 5 სრულიად განსხვავებული მიზეზი, რომელიც განქორწინებას იწვევს:

1. ურთიერთობა არ ვითარდება
ადამიანები მუდმივი განვითარებისა და პროგრესის რეჟიმში ცხოვრობენ. ურთიერთობებში ეს არის მეგობრობიდან შეყვარების პერიოდზე გადასვლა და ოჯახის შექმნა. ამის შემდეგ ოჯახი იზრდება, ჯერ ერთი შვილი ჩნდება, მერე მეორე.. ეს იდეალური სცენარია, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება, რომ ერთ-ერთ პარტნიორს შემდეგ ეტაპზე გადასვლა არ სურს. ყველაზე ტიპური შემთხვევაა, როდესაც მამაკაცს ვალდებულებების აღება არ სურს და თავისუფალი შეხვედრების მომხრეა. ან როცა ცოლს შვილების გაჩენა სურს, ქმარს კი არა.
ასეთ შემთხვევებში უნდა დავფიქრდეთ - ღირს თუ არა ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრების გაგრძელება? თუმცა, არის შემთხვევები, როცა ქალმა ბავშვის გაჩენის საკითხში მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს. შეიძლება მამაკაცს საკუთარი თავის მამის ამპლუაში წარმოდგენა უჭირს და დრო უნდა მისცეთ, რომ შეეჩვიოს.

2. ეჭვიანობა, როგორც ცხოვრების წესი
ბობოქარი ვნებები მხოლოდ ფილმებშია კარგი, რეალობაში კი ყველა წყვილი ვერ უძლებს ასეთ გამოცდას.
ეჭვიანობა მხოლოდ მაშინ უნდა გამოავლინოთ, თუ ამ გრძნობის გაკონტროლება შეგიძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორზე თავდასხმები და მისი ცხოვრების სრული კონტროლი მხოლოდ დააჩქარებს თქვენს დაშორებას.

3. ლიდერობისთვის ბრძოლა
სწორად აგებულ ოჯახურ ურთიერთობაში თითოეული პარტნიორი მისთვის მკაფიოდ განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებს. როდესაც ქალი ძალაუფლების მიტაცებას ცდილობს, იწყება დაპირისპირება და ორივე პარტნიორი განიცდის.
მაშინაც კი, თუ ცოლმა ქმარზე მეტი ძალაუფლების მოპოვება შეძლო, ამ ფაქტის მუდმივი შეხსენება არ არის საჭირო. თუ მამაკაცს ლიდერის თვისებებს არ ფლობს, ფსიქოლოგიური ტრავმა და მუდმივი სტრესი გარანტირებული აქვს.
მრავალსაუკუნოვანი სიბრძნე ქალს ასწავლის, რომ მეუღლეს ოჯახის უფროსის ფუნქციაში არ შეეცილოს, თორემ შესაძლოა, პასუხისმგებლობის ტვირთის მარტო ზიდვა მოუწიოს.

4. სკანდალები და კონფლიქტები
ჩხუბი ნებისმიერ წყვილში ხდება, მაგრამ ოჯახში მომხდარიდან სწორი დასკვნების გაკეთება უნდა შეძლოთ.

ჩხუბის მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს: მტვერსასრუტი გაფუჭდა, გაზქურა გაუმართავია.. ქალს პრობლემის მოგვარება სასწრაფოდ სჭირდება, მაგრამ ქმარს დრო არ აქვს - ბიზნესი, სამუშაო, გეგმები ... საბოლოოდ, ცოლი სიტუაციას ისე უმკლავდება, როგორც სწორად მიაჩნია. მას ბანკიდან ფული გამოაქვს და საჭირო ნივთებს ყიდულობს. ქმარი სკანდალს აწყობს - მას ხომ ფინანსები სულ სხვა საქმისთვის სჭირდებოდა? ორივეს ერთმანეთის მიმართ უამრავი პრეტენზია უჩნდება, ორივე იხსენებს ძველ წყენას და კონფლიქტი შეიძლება მრავალი დღის განმავლობაში არ განიმუხტოს.

არადა, ჩხუბის თავიდან აცილება ადვილად შეიძლებოდა. ცოლს ზუსტად უნდა აეხსნა ქმრისთვის თუ რატომ უჭირს პრობლემასთან გამკლავება და აეხსნა, როგორ აპირებს მის გადაჭრას. ამ შემთხვევაში კაცს არჩევანი ექნება - წაიღოს ტექნიკა სარემონტოდ და ფული დაზოგოს, ან ახალი ნივთი შეიძინოს და ცოლს ცხოვრება გაუადვილოს. ოჯახური პრობლემის განხილვით, მეუღლეები თავიდან აიცილებდნენ სკანდალს და ძვირფას გამოცდილებას მიიღებდნენ ამგვარი საკითხების მოგვარებაში.

ოჯახურ კონფლიქტებს კიდევ ერთი შეცდომა უკავშირდება - ჩხუბის შემდეგ ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებაზე დემონსტრაციული უარი. გახსოვდეთ, ჩხუბის შემდეგაც კი ჯობს დღე ერთ საწოლში დაასრულოთ. ამ გზით თქვენ შეძლებთ სწრაფად მოაგვაროთ შერყეული ურთიერთობა.

5. საერთო ინტერესების არარსებობა
სექსი და საერთო ინტერესები სწორედ ისაა, რაც ოჯახში პარტნიორებს აერთიანებთ. თუ რაღაც გაუგებრობა მოხდა, ეს საკითხი სწრაფად უნდა გადაჭრათ, თორემ წყვილი შეიძლება დაიშალოს. თუ სექსი სიხარულს აღარ განიჭებთ, შეგიძლიათ დახმარებისთვის სპეციალისტებს მიმართოთ. გახსოვდეთ, რომ სექსუალური ოსტატობის გაუმჯობესება მეუღლეებს აახლოებს.

სულიერი გაუცხოვების გადალახვა გაცილებით რთულია. ამიტომ, არ დაიზაროთ და ყოველთვის დაინტერესდით რა ხდება თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში და სჭირდება თუ არა თქვენი დახმარება.

რა თქმა უნდა, ურთიერთობებში მზამზარეული რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა, ამ ინფორმაციის გათვალისწინებამ პარტნიორები სამწუხარო სტატისტიკაში მოხვედრისგან გადაარჩინოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა