თეგებით ძიება
20. 11. 2020 მსოფლიო

ამერიკის ელიტური სამხედრო დანაყოფის ოფიცერი რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა- საბრალდებო დასკვნაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც ფიგურირებს

მწვანე ბერეტების ელიტური სამხედრო დანაყოფის ამერიკელი ოფიცერი რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იქნა მხილებული არმიაში სამხედრო სამსახურის მოხდის განმავლობაში.

45 წლის პიტერ რაფაელ ძებინსკი დებინსმა სასამართლოს წინაშე აღიარა დანაშაული შპიონაჟთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, მას სამხედრო სამსახურის განმავლობაში გასაიდუმლოებულ ინფორმაციებთან ჰქონდა წვდომა, რომელიც გამოიყენა სათავისოდ და გადასცა რუსეთის სამხედრო დაზვერვას.

ასევე ცხადდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელი სამხედრო ოფიცრის საქმიანობაში საქართველოც ფიგურირებს- WASHINGTON POST-ის სტატიის თანახმად, იგი 2008 წლის აგვისტოს ომში საიდუმლო დოკუმენტაციას აწვდიდა რუსულ დაზვერვას ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით

საქართველოში.

რუსულ უშიშროებასთან მისი აქტიური კონტაქტი დაიწყო 1996 წლიდან, როდესაც იგი სწავლობდა ჩელიაბინსკში, სადაც შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს რუსეთის საჰაერო ძალების პოლკოვნიკის ქალიშვილის. შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც იგი უკვე მსახურობდა ამერიკის არმიაში, დებინსი რუსებს აწვდიდა ინფორმაციებს თავისი სპეციალური ოპერაციის ძალების საქმიანობისა და უშუალოდ პირადი შემადგენლობის წევრთა შესახებ. ერთ-ერთ დავალებას აგრეთვე წარმოადგენდა სამხედროთა გადაბირებაც და რუსული მხარის სასარგებლო საქმიანობების განხორციელება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა