თეგებით ძიება

ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერებაც - ევროკომისიის პრესსპიკერი

ევროკავშირი აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარებას და მზადაა შესაბამისი რეაგირებისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ფორმულას შეკითხვის საპასუხოდ წერილობით განაცხადა.

"ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარებას და მზადაა შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს. ივნისში საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე წევრ ქვეყნებთან სიღრმისეული დისკუსია გაიმართა. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციური დროებით შეჩერება.

შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდება მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებისთვის, ასევე საქართველოში შემდგომი დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში.

ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტულ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება. ვიზალიბერალიზაციის ამ კრიტერიუმების შესრულების შესახებ ევროკომისია ყოველწლიურ მიმოხილვას აკეთებს. ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ასევე არის გაწევრიანების პროცესის ძირითადი პრინციპი და შეფასდება მომავალ გაფართოების ანგარიშში", - აღნიშნულია პრესსპიკერის პასუხში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა