ექიმის რჩევები მათ, ვინც კორონავირუსი უკვე დაამარცხა – გახანგრძლივებული სიმპტომები და რეკომენდაციები
ექიმი სოფიო ბერიძე აცხადებს, რომ ადამიანები კორონავირუსის გადატანის შემდეგაც საჭიროებენ კოვიდ-რეაბილიტაციას და კოლეგებს სთხოვს, გაუზიარონ ერთმანეთს რეკომენდაციები – რა სიმპტომები უხანგრძლივდებათ კოვიდგადატანილ პაციენტებს და რა დაზიანებებს ტოვებს ინფექცია.
„ჩვენ გვერდით უკვე ბევრია, ვინც დაამარცხა კოვიდი და დაუბრუნდა ოჯახებს, სამსახურებს, საზოგადოებას…
მათ ჯანმრთელობასა და სრულ სოციალიზაციაზე ზრუნვაც ჩვენი ვალია!
კოლეგებს ვთხოვ, თავიანთი სპეციალობით მოგვაწოდონ რეკომენდაცია კოვიდ-რეაბილიტაციაზე.
დღეს ამ რეკომენდაციების და სასარგებლო რჩევების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით პროფესორ ვახტანგ ბერიძეს, ალერგოლოგიის რეზიდენტს მეგი ხაბაზს.
Covid 19 ის გახანგრძლივებულ სიმპტომთა რეაბილიტაცია
როგორც წესი, COVID-19- ისგან ავადმყოფთა გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა შეადგენს 2-დან 6 კვირას.
კვლევებით დადგინდა,რომ COVID19-ით ინფიცირების შემდეგ პაციენტთა დაახლოებით 10 %-ში ხდება სიმპტომების გახანგრძლივება. საწყისი გამოჯანმრთელებიდან სიმპტომები შეიძლება გახანგრძლივედეს კვირეების და თვების განმავლობაშიც კი.
COVID19-გამოჯანმრთელების შემდეგ გახანგრძლივებული სიმპტომები და შეზღუდული შესაძლებლობები ასევე აღწერილია მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც ამბულატორიულად მკურნალობენ.
გახანგრძლივებული სიმპტომები მოიცავს :
დაღლილობის შეგრძნება;
ხველა, სუნთქვის გაძნელება,ქოშინი;
გემოსა და ყნოსვის დაქვეითება;
თავის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
დიარეა, გულისრევის შეგრძნება;
ტკივილი გულმკერდის და მუცლის მიდამოში;
თუ თქვენ მკურნალობდით ინტესიური მეთვალყურეობის განყოფილებაში შეიძლება ასევე შეამჩნიოთ:
მეხსიერების პრობლემა;
ყლაპვის გაძნელება;
ძილის დარღვევა;
კუნთების სისუსტე;მიალგია;
სიმპტომების გახანგრძლივების რისკ-ფაქტორებია:
არტერიული ჰიპერტენზია,
სიმსუქნე,
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
COVID 19 პაციენტებში იწვევს რესპირატორულ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დიფუნქციას. გახანგრძლივებულ სიმპტომებთან საბრძლოველად საჭიროა პაციენტთა მულტიდიციპლინური რეაბილიტაცია;
რეაბილიტაცია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სპეციალისტთა ჩართულობას(პულმონოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი და სხვა.)
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმეტესობაში ხდება პნევმონიისგან გამოჯანმრთელება ფილტვების დაზიანების გარეშე, COVID19-თან ასოცირებული პნევმონიმ შეიძლება ფილტვების მძიმე დაზიანება გამოიწვიოს-რაც თავის მხრივ იწვევს ფილტვის საციცოცხლო ტევადობის შემცირებას და სუნთქვის გაძნელებას, რომლის გამოსწორებას შეიძლება თვეები დასჭირდეს.
პაციენტებს, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, შეუძლიათ გაიარონ პულმონური რეაბილიტაცია, მათი კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
სარეაბილიტაციო ჯგუფმა ყურადღება უნდა გაამახვილოს პაციენტის სპეციფიკურ პრობლემებზე, თანმხლებ დაავადებებზე , ინდივიდუალური პროგრამის შემუშავების მიზნით. უნდა განისაზღვროს უკუჩვენებები
.
პულმონური რეაბილიტაციის მიზანი COVID-19 პაციენტებში არის დისპნოეს სიმპტომების გაუმჯობესება, შფოთის განმუხტვა, გართულებების შემცირება, ინვალიდობის შემცირება, ფილტვის ფუნქციის შენარჩუნება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
COVID-19 მწვავე მკურნალობის დროს პულმონური რეაბილიტაცია უნდა იქნას გათვალისწინებული, უსაფრთხოერბის ზომების სრული დაცვით.
პირადი დამცავი აღჭურვილობის სიმცირისა და დაავადების გავრცელების მაღალი რისკის გათვალისწინებით, რეაბილიტაცია უნდა მოხდეს ტელემედიცინის, ბროშურების საშუალებით, მინიმალური კონტაქტით.
თუ პირდაპირი მეთვალყურეობაა საჭირო, რეკომენდირებულია უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვა, შესაბამისი აღჭურვილობით.
რეაბილიტაცია მოიცავს:
სუნთქვით ვარჯიშებს,
ფეხით სიარულს,
სირბილს,
ცურვას და ა.შ.
მცირე ინტენსიური ვარჯიშიდან თანდათანობით გაძლიერებით კვირაში 3-5ჯერ 20 წუთის განმავლობაში.
კვლევებმა ვერ აჩვენა ადრეული პულმონური რეაბილიტაციის სარგებელი მძიმე და კრიტიკულად დაავადებული პაციენტებისთვის.
პაციენტები რომლებიც იმყოფებოდნე ხელოვნურ ვენტილაციაზე აღნიშნავენ კუნთოვან სისუსტეს, რაც შემდგომ იწვევს ნახველის ევაკუაციის გაძნელებას. ამ მიზნით რეკომენდირებულია მასაჟით დრენაჟი“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.