10 მარტივი რჩევა თმის მოვლისთვის
ყველა ქალს სურს ჯანმრთელი, სქელი და მბზინავი თმა, მაგრამ მტვერი, დაბინძურებული გარემო, მზე და ჭუჭყი ამ სურვილის შესრულებას, თითქმის შეუძლებელს ხდის. მაღაზიის პროდუქტები ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავენ, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. როგორ მოვუაროთ თმას, რომ ჯანმრთელი და ლამაზი იყოს?
მთავარია სწორი კვება
დიეტა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თმის, ისე კანის სიჯანსაღისთვის. გთავაზობთ რამდენიმე ინგრედიენტს, თქვენი თმის ტიპის მიხედვით, რომელიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.
ნორმალური თმა- თევზი, ქათამი, პარკოსნები, ყლორტოვანი საკვები.
მშრალი თმა- უმი ბოსტნეული, პარკოსნები, ყავისფერი ბრინჯი, ბანანი, თხილი, ვიტამინი E-ს კაფსულები.
ცხიმიანი თმა- მწვანილი, სალათები, უმი ხილი, იოგურტი.
შამპუნი
თმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია სისუფთავე. პროდუქტი, რომელსაც შეარჩევთ უნდა იყოს თქვენი თმის ტიპის შესაბამისი.
მშრალი თმისთვის- შეარჩიეთ შამპუნი, რომელიც არ აცლის თმას ნატურალურ ცხიმებს.
ცხიმიანი თმისთვის- შეარჩიეთ შამპუნი, რომელიც აფერხებს თავის კანის მიერ ცხიმის გამოყოფის პროცესს
გახსოვდეთ, რომ შამპუნი არის თავის კანის გამწმენდი საშუალება და არა თმის კონდიციონერი, ამიტომ მშრალი კანისთვის განკუთვნილი პროდუქტი არ უნდა გამოიყენოთ ცხიმიან თმაზე, ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს დააზიანებს თმას. ყურადღება მიაქციეთ შამპუნის რაოდენობასაც, ერთ წასმაზე ერთი მონეტის ზომის ჩამოსხმა შამპუნი სავსებით საკმარისია.
საუკეთესო კონდიციონერი- კვერცხი
კვერცხს თმაზე სასწაულის მოხდენა შეუძლია, გული სავსეა ცხიმებითა და ცილებით, რომელიც ძალიან ეფექტიანად ატენიანებს კანს. ცილა კანს აცილებს მავნე ცხიმებს.
გამოიყენეთ მთლიანი კვერცხი ნორმალური თმის კონდიცირებისთვის, მხოლოდ გული მშრალი, ხოლო მხოლოდ ცილა ცხიმიანი თმისთვის. ჩამოიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით.
4. თავის კანის ქავილის დროს- ლიმონი და ზეითუნის ზეთი
თავის ქავილი შესაძლოა გამოწვეული იყოს არასწორი კვებით, სტრესით, ან კლიმატური პირობებით.
ორი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და წყალი აურიეთ, დაიმუშავეთ თავის კანი და დაიტოვეთ 20 წუთით. დაიბანეთ თავი ჩეულებისამებრ. ლიმონი დაგეხმარებათ გამხმარი კანის მოშორებაში, ხოლო ზეითუნის ზეთი დაატენიანებს ჯანსაღ კანს.
დაზიანებული თმა- თაფლი და ზეითუნის ზეთი
დაზიანებული თმის გასაჯანსაღებლად ½ ჭიქა თაფლი და 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით სუფთა, სველ თმაზე, გაიკეთეთ თავის ქალის მსუბუქი მასაჟი. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ.
ზეითუნის ზეთი კონდიციონერია, თაფლი კი ანტიბაქტერიული საშუალება და კონდიციონერი ერთად.
თმის მოცულობისთვის- ლუდი და კვერცხი
აურიეთ ½ ჭიქა ლუდი, 1 ჩაის კოვზი ზეთი და 1 კვერცხი. წაისვით თავზე და ჩამოიბანეთ წყლით 15 წუთის შემდეგ.
დაუმორჩილებელი თმისთვის- ავოკადო
ავოკადოს პიურე მასაჟის საშუალებით შეიზილეთ თავის კანში.
ქერტლის სამკურნალოდ- ყავისფერი შაქარი
ქერტლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
აურიეთ 2 კოვზი ყავისფერი შაქარი 1 კოვზ კონდიციონერში და ნაზად შეიზილეთ. კარგად ჩამოიბანეთ.
თმის ცვენა- ალოე ვერა
ალოე ვერა იდეალურად აშუშებს თავის კანს და აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, ასევე ასუფთავებს ფორებს.
1/2 ჩაის კოვზი ალოე ვერა აურიეთ ლიმონის წვენში, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. წაისვით თავზე და თმაზე. 20 წუთის შემდეგ ჩვეულებისამებრ ჩამოიბანეთ.
თმის ღებვა
ეს მეთოდი ნაკლებ ზიანს მიაყენებს თქვენს თმას! იცოდით, რომ თმის შეღებვა შესაძლებელია სახლის პირობებში და შედარებით ბუნებრივი ინგრედიენტებით? საუკუნეების განმავლობაში თმის შესაღებად გამოიყენებოდა ხნა, ხოლო მისი შეზავებით ინდიგოსთან ფერი უფრო მდგრადია.
აურიეთ ერთმანეთში ხნა და ინდიგო და დატოვეთ მთელი ღამით.
ყავისფერი თმის მისაღებად- აურიეთ ინდიგო თბილ წყალში და დატოვეთ 15 წუთით. აურიეთ ერთმანეთში ზემოაღნიშნული ორი ნაზავი. წაისვით თმაზე, დაიხურეთ სააბაზანო ქუდი და გაიჩერეთ ერთი საათით. ჩამოიბანეთ თმა შამპუნით.
შავი თმის მისაღებად- აურიეთ ინდიგო თბილ წყალში და დატოვეთ 15 წუთით. დაიდეთ ხნის პასტა თმაზე 25 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. ინდიგოს პასტაში დაამატეთ მარილი და წაისვით თავზე. გაიჩერეთ 2 საათი შეხვეულ მდგომარეობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ.
სახლის პირობებში, ნატურალური ინგრედიენტებით თმის და თავის კანის მოვლის პარალელურად, დაეხმარეთ ონგანიზმს შიგნიდან, როგორც შესაბამისი კვების რაციონით, ისე წყლის რეგულარული მიღებით. ამ შემთხვევაში თქვენი თმა იქნება ჯანმრთელი და ლამაზი.