შიდა ქართლში გამოკვლეული 383 ნიმუშიდან, 241 კოვიდდადებითია
ბოლო 24 საათში შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 383 ნიმუშიდან, 241 კოვიდდადებითი აღმოჩნდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული ქალია. ის ხაშურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ქრონიკული თანმდევი დაავადებები ჰქონდა.
24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 20-მა ადამიანმა დაამარცხა, თვითიზოლაცია კი 91 პირს მოეხსნა.
დღეის მდგომარეობით რეგიონში კორონავირუსის 2,751 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 1,100 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.
თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 2,028 პირი იმყოფება.
რაც შეეხება საწოლფონდს, დაემატა 50 საწოლი და მთლიაბობაში 300-ზე მეტი ადგილია. ამ დროისთვის კლინიკაში 25 საწოლია თავისუფალი, 3 კი კოვიდსასტუმროში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 104 732 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 85 639- ს შეადგენს. გარდაიცვალა 976 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Imedinews