თეგებით ძიება

„73 წლის ვარ, უამრავი თაობა გამიზრდია, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ და აპატიეთ ლევანს, მეტი არაფერი გამაჩნია“ – მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დედის ინტერვიუ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის დედა, ლამარა ტერელიძე ,,შაბათის ფორმულასთან,, ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მიზეზი, რატომაც ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო “ემ ბი სი”-ის შენობაში შეიჭრა, ეკონომიკური გაჭირვებაა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკური გაჭრივება იყო მიზეზი, რის გამოც მან ეს საქციელი ჩაიდინა. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოიფიქრა ეს.

ბოდიში მინდა, მოვუხადო იმ ხალხს, ვინც გუშინ ლევანმა შეაწუხა. 73 წლის ვარ, უამრავი თაობა გამიზრდია. ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანს და მაპატიეთ მე, ერთადერთი შვილი პატრონს მეტი არაფერი გამაჩნია ამ ქვეყანაზე – მაპატიეთ. ლევანის ეს ბოროტებით არ გაუკეთებია, შემთხვევით, აფეთქდა მის ტვინში რაღაც და გააკეთა სისულელე.

არანაირად არ ვამართლებ მის საქციელს, რას ჰქვია, სახელმწიფო დაწესებულებაში შეიჭრა და ხალხი შეაშინა. ამ ხალხის წინაშე ძალიან მცხვენია.

“წამლები მჭირდება, იცით, როგორ მოიმატა წამლებზე ფასმა. ნერვიულობს – შენ მეტი არავინ მყავს და შენც რომ რამე მოგივიდეს, რა უნდა გავაკეთოო, მეუბნება – წამლებიო, ალბათ, ამიტომ თქვა, მე მარტო ხომ არ ვარ, ქვეყანას უჭირს.

ბოლო სამი თვე ძალიან გაგვიჭირდა. ვიხდიდით ბანკში, ჩვენ არ გვაქვს დავალიანება, მაგრამ მერე რომ არაფერი გვრჩებოდა, ეს იყო ჩვენი პრობლემა. რომ ხედავდა ამას, რომ არსაიდან შემოსავალი არ იყო, ეტყობა, ამან ზემოქმედება მოახდინა“, – ამბობს ლამარა ტერელიძე.

შეგახსენებთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სი”-ის შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ, 20 ნოემბერს შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხით დაიწყო.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა