თეგებით ძიება

მმართველმა გუნდმა მრავალფეროვანი პარლამენტისთვის ყველაფერი გააკეთა - გია ვოლსკი


,,ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მრავალფეროვანი პარლამენტი შემდგარიყო.

„მონდომება და სურვილი, რომ შედეგი გამოიღოს, არის. პოლიტიკურ ველზე რთული მდგომარეობაა, მაგრამ ის, რასაც ჩვენი ოპონენტები ეძახიან პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ კრიზისს თუკი თავად შექმნიან, ამას ჰქვია ხელოვნურად შექმნილი კრიზისი პოლიტიკურ ველზე, რაც არ უკავშირდება იმ რესურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს.

ოპოზიცია რასაც საუბრობს, ეს არ არის რეალობასთან კავშირში და ლოგიკური საფუძველი მათ განცხადებებს არ გააჩნია. თუნდაც საგანაგებო საკითხების განხილვა, პარლამენტის ბოიკოტირება ნიშნავს, რომ არჩევნები არ აინტერესებთ. რიგგარეშეც რომ დაინიშნოს, არც ის აინტერესებთ. ჯერჯერობით სურათი ასეთია, ვიმედოვნებ, ხვალ ეს სურათი შეიცვლება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა