თეგებით ძიება

ოპოზიციური ერთობა არ დაირღვევა - ხატია დეკანოიძე

\'\'ნაციონალური მოძრაობის\'\' წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, არც ერთი ოპოზიციონერი მანდატს არ გამოიყენებს.

„ამ წუთას არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და არც ერთი პარტია არ ფიქრობს, რომ ეს პარლამენტი, რომელიც არის გაყალბებული არჩევნების შედეგად, არალეგიტიმური, წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ინტერესს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვართ სრულიად ერთიანი ამ პოზიციაზე. მე არ გამოვიყენებ მანდატს და დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრების ძალიან დიდი უმრავლესობა, თითქმის ყველა და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გამოიყენებს მას, თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა