თეგებით ძიება

მეუფე იოანე - ტაძრები არ დაიკეტება, ღვთისკენ მიმავალ ადამიანს როგორ უნდა შევუშალო ხელი? ეს გამორიცხულია!

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას ეხმიანება და არსებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა, რომ ტაძრები არ დაიკეტება.

ადამიანი ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ – განაცხადა მიტროპოლიტმა.

“ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს, ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვლას? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ, ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა, ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით, ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმენით უნდა ვიყოთ, თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ჰქონდა და რისკი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ,” – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა