Sky diving - პარაშუტით ხტომა საქართველოშიც შესაძლებელია
ექსტრემალური სპორტისა და ადრენალინის მოყვარულებისთვის, პარაშუტით ხტომა, იგივე Sky diving-ი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა.
ზღვის დონიდან 3000 მეტრი სიმაღლეზე, პარაშუტით ტანდემ ხტომებს კომპანია Better2fly sky dive Geogia — 22 ნოემბრიდან ახორციელებს.
TIA.GE დეტალებისთვის კომპანია better2fly sky dive Georgia-ს დამფუძნებელს, ირაკლი ქიქაიძეს დაუკავშირდა.
მისი თქმით, იდეა 2020 წლის დასაწყისში გაჩნდა და მასზე მუშაობა მეგობართან ერთად დაიწყო.
- იდეა გაჩნდა 2020 წლის თებერვალში, როდესაც ჩემი მეგობარი და ახლა უკვე პარტნიორი, ჩამოსული იყო ჩემთან გერმანიაში და გაგვიჩნდა სურვილი გადმოხტომის. დავიწყეთ უკვე მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ძალიან დიდი ენერგიას მოითხოვდა. სამწუხაროდ საქართველოში არ გვყავს ლიცენზირებული ტანდემ ინსტრუქტორი და მოგვიწია პროფესიონალის უკრაინიდან ჩამოყვანა, რომელსაც აქვს 12 000 ნახტომზე მეტი განხორციელებული და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია ნამუშევარი, მათ შორის ჩინეთშიც. გარდა ამისა, ასევე პრობლემა იყო ხტომებისთვის შესაბამისი საფრენი აპარატის მოძიებაც.
- საქართველოში პარაშუტით გადახტომა 450$ ღირს, რაც ქართული რეალობისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ბევრმა მსურველმა შესაძლოა, ვერც შეძლოს სურვილის ასრულება.
- დიახ, გეთანხმებთ. სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ ვმუშაობთ აღნიშნულ თემაზე. ვცდილობთ რომ უახლოეს მომავალში 400$-მდე ჩამოვიდეთ. სამწუხაროდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფრის ქირაობა გვიწევს, მათ შორის საფრენი საშუალების.
- better2fly sky dive Georgia ამ ეტაპზე ვერტმფრენს ფრენები ნატახტრის აეროდრომიდან ხორციელდება, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, აპირებთ მარშრუტის გაფართოებას?
- ამ ეტაპზე საფრენ პარატს ნატახტრის აეროდრომიდან ვქირაობთ და დროპზონაც აეროდრომის ტერიტორიაზეა. საქართველოს ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი საინტერესო ადგილები გვაქვს. ჩვენი მიზანია ზამთრის სეზონზე გუდაური-ყაზბეგის, მომავალში კი ზღვისპირეთის და კახეთის ათვისება.
- ახლა, როცა ტურისტების შემოსვლა არ და ვერ ხორციელდება, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ბიზნესი ქართველ მომხმარებლებზე?
- მიუხედავად დიდი ფასის, თვითონ პროდუქტი იმდენად საინტერესოა, რომ დიდი იმედი გვაქვს ქართველი მომხმარებლების დაინტერესების. ერთი შეხედვით სერვისის ღირებულება ძვირი ჩანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ საუბარია 3000-დან 4000 მეტრამდე გადმოხტომაზე, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას და ხარჯებს მოითხოვს.
- დაახლოებით რა დრო არის ერთი ფრენისთვის განკუთვნილი?
- ჯამში, დაალოებით 1 საათი. თავიდან ხდება ინსტუქტორისგან დატრენინგება და ეკიპირებით აღჭურვა დაახლოებით 15-25 წუთი, შემდეგ სიმაღლეზე ასვლა 15-20 წუთი და ნახტომიც 15-20 წუთი, აქედან დაახლოებით 15-30 წამი თავისუფალი ვარდნა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: better2fly.com
ან დაუკავშირდით ფეისბუქზე: https://www.facebook.com/Better2fly-Skydive-Georgia-114252593759106
საკონტაქტო პირი, ირაკლი კაპანაძე, ტელ: 577 51 30 33