სად გაიაფდა და გაძვირდა ბინები ყველაზე მეტად 2023 წელს ?
2023 წლის მესამე კვარტალში მთელს მსოფლიოში ბინის ფასები 2%-ით დაეცა. ამის შესახებ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემები იუწყება.
მონაცემებში აღნიშნულია, რომ მსგავსი ვითარება 2008 წლის კრიზისის დასაწყისშიც დაფიქსირდა, მაგრამ ამჯერად, ეკონომისტების აზრით, საცხოვრებლის ფასების ვარდნა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი გლობალური კრიზისის საწინდარი შესაძლოა, გახდეს.
2023 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებლის ფასები ყველაზე მეტად ევროპაში დაეცა. კერძოდ - ლუქსემბურგში (17%), გერმანიაში (15%), ფინეთსა და სლოვაკეთში (12%) და ჩეხეთში (11%-ით).
თუმცა, ბანკისვე მონაცემებით ზოგიერთ ქვეყანაში ფასები გაიზარდა. ამრიგად, მესამე კვარტალში კვადრატული მეტრი ყველაზე მეტად თურქეთში – 21%-ით გაძვირდა, ასევე, შესამჩნევი მზარდი დინამიკა დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (17%), საბერძნეთში (9.4%) და ფილიპინებში (7%).