ექსკლუზიურად თქვენთვის - ნატალია მახარაძის ხელნაკეთი სამკაულები
#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE ამჯერად დიზაინერ ნატალია მახარაძეს გაგაცნობთ.
ნატალია მახარაძე ხელნაკეთი სამკაულების დიზაინერია, მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ მოდელებს ქმნის. მის მიერ შექმნილ სამკაულებში ნახავთ ყელსაბამებს, სამაჯურებს, ბროშებს, რომლებიც დამზადებულია ნატურალური ქვებისგან და კამეებისგან.
მისთვის მთავარია ხარისხი, თუმცა, დიზაინერი მაქსიმალურად ცდილობს, მომხმარებლებს ხარისხიანი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზოს.
"ვამზადებ ნატურალური ქვებით ექსკლუზიურ მოდელებს, რომელიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის ქალბატონისთვის. ჩემთვის მთავარია ხარისხი", - აცხადებს დიზაინერი TIA.GE-სთან საუბრისას.
- ქალბატონო ნატალია, ექსკლუზიური მოდელები ალბათ ძვირი ღირს... რამდენად ხელისაწვდომია სამკაულების ფასი მომხმარებლებისთვის?
- ჩემს ფეისბუქ გვერდზე ნატალია მახარაძის ხელნაკეთი სამკაულები იხილავთ 10 ლარიდან 60 ლარის ფარგლებში მოდელებს. თითოეული სამკაულის დიზაინი და შესრულება მეკუთვნის მე.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე: 557224345
ან ეწვიოთ ფეისბუქ გვერდს: "ნატალია-მახარაძის-ხელნაკეთი-სამკაულები"