გირჩევ დატოვო საქართველო ან ილოცო, რომ წერილი წავიღო, რაც შეიძლება მალე - "საქინფორმის" რედაქტორი ეკა ტიკარაძეს მიმართავს
“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს:
“ორი კვირაა ვკვდები უპატრონოდ სახლში, 39 სიცხით – რა ოჯახის ექიმი, რის ჯანდაცვის ცხელი ხაზი და ა.შ?! 200 ლარად “სინეოში” სისხლის ანალიზები გამიკეთეს, 200 ლარად – ტესტი, ისევ ჩვენი ოქრის უბნის ექიმის ნანა გუდავაძის და ჩემი 40 წლის ძმაკაცების – პაატა ქავთარიას და ტატო ქაჯაიას იმედზე ვარ. ტიკარაძე, შენსგან “ვერა ქობალია-2” არ გამოვა, ამიტომ გირჩევ დატოვო საქართველო ან ილოცო, რომ წერილი წავიღო, რაც შეიძლება მალე იმიტომ, რომ ხიდირბეგიშვილის გადაკიდებას ათი კორონას აკიდება გირჩევნოდეს! მთელ ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მანქანას “მთავარი არხის” მეთაურობით არ მიუტანია იმხელა ზარალი “ოცნების” იმიჯზე. როგორც შენ! და კიდე – ბატონო მუშკეტიორო ცერცვაძევ.
თქვენ, ჟურნალისტებო?! იმიტომ, რომ გეშინიათ თიკარაძის – აქაოდა, ავად რომ გავხდე, “პა ბლატუ”, ანუ “ქართულ ჯიგრულ პონტში” დავურეკავ და დამეხმარება, რად მინდა პრობლემები აუტკივარ თავზე?! ანუ, გამოდის, რომ მარტო მე არ მეშინია სიკვდილის?! იდიოტი ვარ, თუ გველეშაპი?! არა, უბრალოდ ესეთი დამპლები ხართ სულ, ქართველი ჟურნალისტების 99%, ამიტომაც ვერ ვიტან, როცა ჟურნალისტს მეძახიან! ერთი რიგითი ქალაქელი კაცი ვარ, აბესალომ ხიდირბეგიშვილის შვილი. “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი.
და ბოლოს – მეზვრიშვილის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო, მეორე ბურჯანაძე გვეზრდებოდა – ამბიციური მენტორი საშინელი გემოვნებით”, – წერს ჟურნალისტი.