თეგებით ძიება

სარა მაკბრაიდი კონგრესის პირველი ღიად ტრანსგენდერი წევრი გახდა

სარა მაკბრაიდი პირველი ტრანსგენდერი კონგრესვუმენი გახდა. ამერიკისა და მსოფლიოს ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დელავერის შტატმა ჩაწერა - შტატის სენატორობის შემდეგ, დელავერის მოსახლეობამ მაკბრაიდი კონგრესვუმენადაც აირჩია.

მაკბრაიდმა ლგბტქ თემისათვის ისტორიულ წარმატებას ჯერ კიდევ 2016 წელს მიაღწია, როცა დემოკრატთა ეროვნული კონვენციაზე წარდგა, როგორც ადამიანთა უფლებების კამპანიის ეროვნული პრესმდივანი. ამით ის პირველი ტრანსგენდერი ადამიანი გახდა, რომელმაც აშშ-ს უმთავრეს პარტიის ყრილობაზე ისაუბრა.

უკვე წლებია, რაც მაკბრაიდი აქტიურად იბრძვის დელავერის შტატში თანასწორობის მისაღწევად. 2020 წელს მაკბრაიდი ისტორიის წიგნებში შევიდა, როცა დელავერის შტატის სენატორი გახდა - აქამდე მსგავსი პოლიტიკური წარმატება ამერიკაში არცერთ ტრანსგენდერ ქალს არ მიუღწევია.

მაკბრაიდმა კონგრესში არჩევისათვის თავის შტატს მადლობა სოციალური მედიის საშუალებით გადაუხადა: "მადლობა, დელავერ! ვამაყობ, რომ თქვენი ხმებისა და თქვენი ღირებულებების წყალობით, კონგრესის ახალი წევრი გავხდები. დელავერმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ისეთი ქვეყანა უნდა ვიყოთ, რომელიც იცავს რეპროდუქციულ თავისუფლებას, ჩვენს ოჯახებს სთავაზობს გარანტირებულ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებასა და ბავშვებზე ზრუნვას, სადაც ყველას მიუწვდება ხელი ჯანდაცვასა და საცხოვრებელზე და რომლის დემოკრატიაც ყველას ეხება."

მაკბრაიდის პოლიტიკური მიზნებიდან ყველაზე პრიორიტეტული ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფა და რეპროდუქციული უფლებების დაცვაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა