თეგებით ძიება

"მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები, მას სჭირდება სერიოზული დახმარება" - მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეზე

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მებრძოლ, ავთანდილ ხურციძეს მიმართავს.

"მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ,  ეს ყველაფერი მეტყბელებს იმაზე რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი… 

ადამიანი რომელიც მსგავს რამეს  იკადრებს , კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს! 

მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს.!

მას სჭირდება სერიოზული დახმარება. 

მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მითუმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს,ცილისწამებისთვის ,ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში. 

მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები რომლებსაც პირადად ვიცნობ….", - წერს მერაბ დვალიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა