„გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ“ - სააკაშვილი თეთრიწყაროს მოსამართლეს მადლობას უხდის
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკვირვებასა და აღფრთოვანებას გამოხატავს.
სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი უაღრესად უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაკვირვებული და აღფრთოვანებული ვარ თეთრიწყაროს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადადგმული ნაბიჯით. მადლობა საქართველოს სიყვარულისთვის!“, - წერს ფეისბუქში სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება გუშინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.