თეგებით ძიება
25. 11. 2020 მსოფლიო

SPUTNIK V- 2021 წელს რუსეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მილიარდ ვაქცინას დაამზადებენ

რუსულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც SPUTNIK V-ს, 90 %-იანი ეფექტურობა გამოავლინა ვირუსის პრევენციაში და მისი ერთი დოზის ფასი 10 $ იქნება- ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი აცხადებს. შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია უკვე გავრცელდა რუსულ მედიაში, თუმცა კლინიკური ცდების საბოლოო მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

აღნიშული ვაქცინა შექმნილია რუსეთის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის საზოგადოებრივი კვლევითი ცენტრის , გამალეის მიერ.

გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 500 მილიონი ადამიანისთვის, რაც გულისხმობს იმას რომ საერთო ჯამში მილიარდი ვაქცინას დაამზადებენ 2021 წელს. მწარმოებლები ამბობენ, რომ ვაქცინის ორი დოზა კონკურენტი კომპანიების წარმოებულ ვაქცინის ფასზე უფრო იაფი ეღირება. მაშინ როდესაც ვაქცინაციისთვის აუცილებელია ორი დოზა და Pfizer-ის პროდუქტის შემთხვევაში მისი ღირებულება 50 -იდან 74 $-ის ფარგლებში იქნება.

გამალეის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული ვაქცინის ექსპერიმენტულ კვლევაში სულ 20 000 მოხალისე იყო ჩართული, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა