თეგებით ძიება
22. 10. 2024 მსოფლიო

7 ახალი სარჩელი Puff Diddy-ის წინააღმდეგ - ერთ-ერთი დაზარალებული 13 წლის გოგონაა

ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში, ამერიკელი რეპერისPuff Diddy-ის წინააღმდეგ შვიდი ახალი  სარჩელი შევიდა.

4 მამაკაცი და 3 ქალი რეპერს, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და ლას-ვეგასში გამართულ სხვადასხვა წვეულებაზე, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. სავარაუდო ინციდენტის დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოსარჩელე 13 წლის გოგონა იყო.

შვიდივე ახალი სამოქალაქო საქმის თანახმად, ქომბსმა მოსარჩელეებს ნარკოტიკული ალკოჰოლური სასმელების მიღება აიძულა, რამაც თავბრუსხვევა, გულისრევა და გათიშვა გამოიწვია. მოსარჩელეების მტკიცებით, ქომბსმა ისინი გააუპატიურა და სცემა. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, მან ტკივილით გაიღვიძა და ხელებზე ანაბეჭდები აღენიშნებოდა, რაც მიანიშნებდა, რომ ის, უგონო მდგომარეობაში ყოფნისას, თოკებით იყო დაბმული. მესამე მოსარჩელე ქომბსის ცნობილი პირადი ტრენერია, რომელსაც რეპერი, 2022 წელს, სავარაუდოდ, თავს დაესხა Hollywood Hills-ში მდებარე სახლში გამართულ წვეულებაზე.

ასევე სარჩელში ნათქვამია, რომ, 2000 წლის VMA-ის შემდგომ ორგანიზებულ წვეულებაზე, ქომბსმა და სხვა ცნობილმა მამაკაცმა 13 წლის გოგონა გააუპატიურეს. მეორე ცნობილი პირი სარჩელში არ არის დასახელებული.

როგორც აშშ-ის მედია იუწყება, კიდევ ერთი დაზარალებული [ინციდენტის დროს, 17 წლის დამწყები მუსიკოსი] ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ სასტუმროში, მასზე ქომბსმა სექსუალურად იძალადა. 

ქომბსი ბრუკლინის ციხეში რჩება. ასევე მას სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტის საქმეზე ბრალდება ემუქრება, რასაც რეპერი უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა