თეგებით ძიება

"დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს დღეში" - იმნაძე შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ "დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს დღეში".

პაატა იმნაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს.

„შეზღუდვების შემდეგ ნაკლებს კი არ დაველოდებით, ინფიცირებულების რიცხვი აღარ მოიმატებს... ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგულობა არის ის, რომ ახასიათებს, როგორც უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე ძალიან მცირე სიმპტომატიკა შეიძლება გამოუვლინდეს ადამიანების დიდ ნაწილს, რომელიც საერთოდ არ მიაკითხავს სამედიცინო დაწესებულებას იმისთვის, რომ გამოიკვლიოს“,-განაცხადა იმნაძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა