რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო - სლოვაკეთის შს მინისტრი
სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუშ შუტაი-ეშტოკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ეს მკვლელობის მცდელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ეჭვმიტანილმა ამის გაკეთება საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე გადაწყვიტა“, - აღნიშნა მატუშ შუტაი-ეშტოკმა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალში არის გადაყვანილი. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა განაცხადა, რომ ქრობერტ ფიცოს მდგომარეობა მძიმეა.