თეგებით ძიება

ბადიაურიდან ბაკურციხემდე 32-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა 576 მილიონი ლარი დაჯდება

მთავრობა 2026 წელს ბადიაური-ბაკურციხის 32-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში არის აღნიშნული. მაგისტრალი მსოფლიო ბანკის კრედიტით უნდა დაფინანსდეს და მისი ჯამური ბიუჯეტი 576 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში ტენდერი მომდევნო წელს უნდა გამოცხადდეს.

"აშენებული 32 კმ-იანი საავტომობილო გზით, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, შემცირდება მგზავრობის დრო და ა.შ. საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა სატრანსპორტო გადაზიდვების საერთაშორისო კორიდორებში, ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობის უზრულველყოფა,"- ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წელს უნდა დასრულდეს საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც შემდგომ ბადიაური-ბაკურციხის მონაკვეთით გაგრძელდება. გზის ამ მონაკვეთზე 2023 წლიდან თურქული საინჟინრო კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ი მუშაობს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 276.8 მილიონი ლარი ჯდება. პროექტის ფარგლებში შენდება 4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია საპროექტო მონაკვეთის მიმდებარედ არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირება.

2024 წელს უკვე გაიხსნა კახეთის ახალი ავტომაგისტრალის 35-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც 527 მილიონი ლარი დაჯდა.

2024 წელს ასევე გაიხსნა ბაკურციხე წნორის 18-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთიც, რომელიც ADB-ის დაფინანსებით აშენდა. პროექტი ADB-ის მიერ 87.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა