თეგებით ძიება

მთავრობა სამშენებლო ზედამხედველობის სრულად გაციფრულებას გეგმავს

"ვმუშაობთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რაც ეხება სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას, გვინდა, რომ წელსვე უკვე საპილოტე ნაწილი ჩავუშვათ და დავიწყოთ ამ რეფორმის ათვისება“, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, ზედამხედველობის პროცესი დღეს ხელით მიმდინარეობს, რის გამოც ეს კომპონენტი სათანადო დონეზე ვერ სრულდება.

მისივე განცხადებით, სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულების რეფორმის შესახებ დამატებითი დეტალები წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

"ზედამხედველობის პროცესი დღეს ხელით მიმდინარეობს, კომპანიები მუშაობენ ამაზე, თუმცა ზედამხედველობის კომპონენტი მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ ეს პროცესი ითვალისწინებს მთლიანად ზედამხედველობის გაციფრულებას, როგორც საქონელსა და მომსახურებაში, ასევე სამუშაოებში.

ეს გულისხმობს ყოველდღიურ ზედამხედველობას, როგორ მიმდინარეობს სამშენებლო ეტაპები და რა ეტაპზეა მისული. ეს იქნება საჯარო, ხელმისაწვდომი ყველასთვის, ხელს შეუწყობს კონტროლს და ხარისხის კომპონენტების შესრულებას, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, ასევე მშენებლისთვისაც.

ეს რაიმე დამატებით დანახარჯებს არ გამოიწვევს ბიზნესისთვის. პროგრამას სრულად ჩვენ ვამზადებთ. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ჩავუშვათ ეს მნიშვნელოვანი ნაწილი“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა