თეგებით ძიება

"ძალიან ცოტა ქართველი შეიძენს ბინას ტრამპ-თაუერში. უმეტესობა უცხოელი იქნება, რომლებიც ბინებს ინვესტიციის სახით იყიდიან" - მენი ბენიში

დედაქალაქში დაგეგმილ $2-მილიარდიან ექვსკოშკიან კომპლექსში - The Downtown Tbilisi, რომლის ცენტრალური ნაწილი 65-სართულიანი „ტრამპ-თაუერი“ იქნება, ბინების ფასები ადგილობრივი ბაზრისთვის სრულიად უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწევს.

კომპანია „არქის“ თანადამფუძნებლის, მენი ბენიშის განცხადებით, „ტრამპ ტაუერში“ საცხოვრებელი ფართების საწყისი ღირებულება გაყიდვების გახსნისას $7 000-იდან დაიწყება, ზედა სართულებზე $10 000-ს მიაღწევს, ხოლო მშენებლობის პროცესში ზოგიერთი აპარტამენტის ფასმა შესაძლოა $15 000-საც გადააჭარბოს.

„ეს იქნება ყველაზე ფუფუნებით აღჭურვილი კოშკი თბილისში. ისრაელში 7 000 დოლარი კვადრატულ მეტრზე სასაცილო ფასია, მაგრამ აქ ეს ყველაზე ძვირია. ეს არ არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინა, ეს არის Super high-end კლასი - Four Seasons-ისა და Ritz-Carlton-ის დონის მოპირკეთებით.

ძალიან ცოტა ქართველი შეიძენს ბინას ტრამპ-თაუერში. უმეტესობა უცხოელი იქნება, რომლებიც ბინებს ინვესტიციის სახით იყიდიან. ჩვენი სამიზნე ჯგუფია დიპლომატები, ბიზნესმენები და ადამიანები, რომლებსაც ბიზნესი აქვთ საქართველოში, არ ცხოვრობენ აქ, მაგრამ სურთ საკუთარი ბინა ჰქონდეთ“, - აცხადებს ბენიში ისრაელის გამოცემა YNET-თან.

პროექტი შენდება თბილისში, დედაქალაქის ახალი ცენტრალური პარკის მიმდებარედ. 600 000 კვ.მ საერთო ფართობის კომპლექსი გააერთიანებს Ultramodern საცხოვრებელ რეზიდენციებს, A-კლასის საოფისე სივრცეებს, ლუქს-სასტუმროსა და გასართობ ცენტრებს.

პროექტი ხორციელდება Trump Organization-თან თანამშრომლობით. მთავარი დეველოპერები არიან „არქი ჯგუფი“ და INVIA, თანადეველოპერია Sapir Organization, ხოლო არქიტექტურულ დიზაინზე Gensler ზრუნავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა