თეგებით ძიება

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვარი 100 ათას ლარამდე გაიზრდება

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვარი იზრდება 100 ათას ლარამდე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე [გაიზარდოს] - 40 000 - ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება. ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება. ამით ქონების გადასახადის 81 000 პირს გაუუქმდება ეს გადასახადი“,- განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას. მისივე ცნობით, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად.

როგორც მოგვიანებით, 4 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე ცვლილება შეეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს, მათთვის ქონების გადასახადის ზღვარი გაიზრდება. მაგრამ კაკაურიძეს არ დაუკონკრეტებია თუ რა გახდება ახალი ზღვარი. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში დაინიცირდება ცვლილებები პარლამენტში და დეტალებიც მაშინ გახდება ცნობილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა