თეგებით ძიება

თბილისში სიდიდით მეორე პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

"თბილისში სიდიდით მეორე პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, პარკის სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის არის გათვალისწინებული.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, მცირე სამუშაოები დარჩა და უკვე რამდენიმე დღეში ეს პროცესი სრულად დასრულდება.

„სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშიშვილის ქუჩა #3-ში, 16 ჰექტარზე პარკის მოწყობის სამუშაოები დავასრულეთ. ძალიან მაგარი პროექტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან აღნიშნული სივრცე მასშტაბით ანუ სიდიდით დედაქალაქში მეორეა, ზღვის უბნის პარკის შემდეგ.

პროექტის შედეგად ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, გამწვანდა, მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო.

კერძოდ, პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, სკეიტ პარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები, ასევე მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი.

მართლა ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა, ძალიან დიდი სივრცეა. ყველა თაობის ადამიანისთვის არის გათვალისწინებული.

დარჩენილია მცირე სამუშაოები და რამდენიმე დღეში მთლიანად დამთავრებული იქნება,“ - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა