“თენგიზ ცერცვაძე უკვე დაბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობს” – ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თენგიზ ცერცვაძე საბჭოს უკვე დაუბრუნდა და დაიწყებენ ახალ პრეპარატზე მუშაობას.
“თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობს. ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს, თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს რემდესივირის პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება, ამის შემდგომ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის”, - ამბობს ტიკარაძე.
წყარო:newpost.ge