საქართველომ კორონავირუსის გავრცელებით აზერბაიჯანს, სომხეთს გადაასწრო და კავკასიის რეგიონში "ლიდერობს"
კავკასიის რეგიონში კორონავირუსის გავრცელება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბებს ავლენს. სამხრეთ კავკასიაში არსებული სახელმწიფოებიდან, ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს აქვს, რომელმაც ვირუსის შემთხვევათა რაოდენობით ადრე აზერბაიჯანს, დღეს კი უკვე ოფიციალურად გადაასწრო სომხეთს.
საქართველოში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 37 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამ მაჩვენებლით საქართველოში 135 584 ინფიცირების შემთხვევაა აღნიშნული, ხოლო სომხეთში 135 124, აზერბაიჯანში კი 118 195.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს ინფექციის გავრცელების მხრივ, აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ ქეყანა რეგიონში პირველია გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობითაც- საქართველოში 113 986, სომხეთში 108 442, ხოლო აზერბაიჯანში კი 73 676 კოვიდ გამოჯანმრთელებულია.
წყარო:newpost.ge