თეგებით ძიება
30. 11. 2020 COVID - 19

"მთავარია ენერგიულად ვიყო, დღეს დილიდან, ვივარჯიშე, სოდიანი წყლის ორთქლით ვისუნთქე, ვიტამინებს ვსვამ, ოთახს ვალაგებ, კომედიური ჟანრის ფილმს ვუყურებ..." - კოვიდინფიცირებული პაიჭაძის რჩევები

ალექსანდრა პაიჭაძე კოვიდინფიცირებულია. მან ყნოსვა დაკარგა, რის გამოც გაიკეთა კოვიდ ტესტი და პასუხი პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ის სოციალური ქსელის მიმდევრებს რჩევებს უზიარებს და წერს, რომ სოდიანი წყლის ორთქლის ინგალაცია ჩაიტარა.

„კვირას დღის მეორე ნახევარში, ყნოსვის შეგრძნების დაკარგვით მივხვდი, სწრაფი ანტიგენ ტესტი გავიკეთე და 1 საათში დამიდასტურეს კოვიდ ეჭვი.

ოთხშაბათის მერე, ვისთანაც მქონდა კონტაქტი და შეხვედრა, გადაემოწმეთ, თავს მოუფრთხილდით...

მთავარია ენერგიულად ვიყო, დღეს დილიდან, ვივარჯიშე, სოდიანი წყლის ორთქლით ვისუნთქე, ვიტამინებს ვსვამ, ოთახს ვალაგებ, კომედიური ჟანრის ფილმს ვუყურებ...

დიდი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მიკითხვის მაგივრად, ყველაფერი მომაკითხავს სახლში...

დაბადების დღესაც აქ შევხვდები...

ვაჰ... არადა 30-ზე მაგარი გეგმები მქონდა, რაც იცით სასარგებლო დამიწერეთ!“- წერს მოდელი.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა