ბოლო დღე-ღამის მანძილზე საქართველოში კიდევ 36 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო დღე-ღამის მანძილზე საქართველოში კიდევ 36 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა და საერთო ჯამში, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1 303-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაავრცელეს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 3 759 პირს დაუდასტურდა, რამაც ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 139 343-მდე გაზარდა.
წყარო:newpost.ge