თბილისი - 1 595, აჭარა - 623, იმერეთი - 392 - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 759 ახალი შემთხვევიდან 1 595 დედაქალაქზე მოდის.
სიჭინავამ კორონავირუსის სტატისტიკასა და ინფიცირებულების რეგიონების მიხედვით გადანაწილებაზე დეტალური ანგარიში წარადგინა:
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 139 343-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117 560-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 303 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში - 623, იმერეთში - 392, ქვემო ქართლში - 139, შიდა ქართლში - 127, გურიაში - 152, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 237, კახეთში - 253, მცხეთა-მთიანეთში - 126, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -2 744, აჭარაში - 997, იმერეთში -1 256. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 152, იმერეთში-236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში - 44. 3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 243 - თბილისში, 1 920 - აჭარაში, 266 - იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 456, აჭარაში -1 039, ხოლო იმერეთში - 35.
სულ 6 ოქტომბრიდან-30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 442 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 787 პირი, აჭარაში - 11 362, იმერეთში - 5 080“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
წყარო:newpost.ge