თეგებით ძიება
01. 12. 2020 COVID - 19

აუცილებლია ვიცოდეთ კორონავირუსის წარმოშობა, მომავალი პანდემიების თავიდან ასარიდებლად - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს Covid-19-ის წარმოშობის დასადგენად.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის წარმოშობის ცოდნა მნიშვნელოვანია ეპიდემიის მომავალი აფეთქებების პრევენციისთვის.

„გვსურს ვიცოდეთ ვირუსის წარმოშობა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავადგინოთ“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე მოუწოდა ქვეყნებს, ვირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზებისგან თავი შეიკავონ.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია ძალიან მკაფიოა. ამ ვირუსის წარმოშობა უნდა დავადგინოთ, რადგან ეს მომავალი ეპიდემიების პრევენციაში დაგვეხმარება“, - დასძინა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა