თეგებით ძიება

"მონობა ტეხავს" - ბათუმში ხელისუფლების უზურპირებას ისევ აპროტესტებენ

ბათუმში აქცია გრძელდება - მოსახლეობა ხელისუფლების უზურპაციას აპროტესტებს. ახალგზრდული მოძრაობა "ალტერნატივა"-ს წევრებმა ბათუმის მთავრობის სახლის წინ საბჭოთა ჰიმნი ჩართეს

"თორნიკე რიჟვაძე იქცა საბჭოთა სიმბოლოდ, დააბრუნა საბჭოთა კავშირში აჭარა და თვითონ იქცა ლენინად" – ამბობენ აქციის მონაწილეები.

"მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ახალგაზრდები ედგნენ სათავეში და საჰერო ბუშტებით შეშინებული მთავრობა და პოლიცია სასაცილოა, დღეს რაც მოხდა ყველაფერი პოლიციის პასუხისმგებლობაა, ისინი ძალადობდნენ", – ამობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ვაშალომიძე.

ბათუმში ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, აქცია–პერფორმანი გამართეს და ბუშტები გაუშვეს წარწერით "რიჟვაძე ჩმორია", რასაც ხმაური მოჰყვა. საბოლოოდ 5 პირი დააკავეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სახლთან მიმდინარე პროტესტს სამარცხვინო, იქ შეკრებილ მოქალაქეებს კი ოც კაციანი ბანდა უწოდა.

ამის საპასუხოდ ახალგაზრდებმა ადგილზე მიიტანეს წარწერა: "მონობა ტეხავს".

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა