თეგებით ძიება

ასაკს მალავთ? - ეს 9 ჩვევა ქალის ასაკს აუცილებლად გასცემს

პასპორტის დამალვა ყველას შეუძლია, მაგრამ ზოგი ჩვევა ასაკოვან ქალს აუცილებლად გასცემს. სიბერისგან დაცული არავინ არის. მას გარეგნული ნიშნების გარდა, ხშირად ცხოვრების წესის შეცვლაც ახლავს.

ზოგადად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ზოგი ჩვევა აუცილებლად გასცემს ქალს, თუნდაც ასაკს მალავდეს და შესანიშნავად გამოიყურებოდეს.

1. ახალგაზრდული სტილი
დაბერების ბევრ ქალს ეშინია, მაგრამ ზოგს ეს შიში განსაკუთრებით ეტყობა. სიბერის მოახლოვებისთანავე, ასეთი ქალები ახალგაზრდებისთვის შესაფერისი სამოსის ჩაცმას იწყებენ და ამ გზით, წლების დამალვას ცდილობენ. იგივე ეხება თმის ვარცხნილობას და მაკიაჟს. გასაგებია, რომ ქალს სურს კვლავ მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამის გაკეთება ისე უნდა მოახერხოს, რომ სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს.

2 ძალიან ადრე იღვიძებს
ასაკის მატებასთან ერთად, ქალი იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ნაკლები დაისვენოს და მეტი საქმე აკეთოს. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთება ისე სწრაფად აღარ შეუძლია, როგორც ახალგაზრდობაში. თუ ადრე შუადღემდე ლოგინში ნებივრობდა, ახლა თითქმის გამთენიისას იღვიძებს და აღვიძებს ყველას, ვინც მასთან ერთად ცხოვრობს.

3. ზედმეტად სენტიმენტალური ხდება
ზოგჯერ ხანდაზმული ქალი პატარა ბავშვის მდგომარეობას უბრუნდება. ვინ შეიძლება იყოს მასზე მტირალა და სენტიმენტალური? შესაძლოა, ამაში გარკვეულ როლს თავდაჯერებულობის კლება თამაშობს (ბევრს მიაჩნია, რომ სიბერე ადამიანს სხვაზე უარესს ხდის), ან შესაძლოა, ასაკთან ერთად ნერვები ღალატობთ..

4 იყენებს ასაკის საწინააღმდეგო კოსმეტიკას
პირველი ნაოჭების დანახვისთანავე, ბევრი ქალი კოსმეტიკის მაღაზიაში მიდის და anti-age პროდუქციას ყიდულობს. ყველაფერი სწორია, რადგან ასეთ კოსმეტიკაში აუცილებელი ნივთიერებების კონცენტრაცია სულ სხვაგვარია, თუმცა ყველა პროდუქტს არ სჭირდება anti-age ნიშანი, რომ კარგად იმოქმედოს.

5. თავს აღარ უვლის
არსებობს მეორე უკიდურესობა - ნაოჭების დანახვისა და საკუთარი ასაკის გახსენებისას, ქალი ხვდება, რომ შეუქცევადი პროცესები დაიწყო. ის თავის მოვლაში აზრს ვეღარ ხედავს და თითქმის მთლიანად წყვეტს. ასეთი ქალი კოსმეტიკას თითქმის მტრული განწყობითაც კი იშორებს.

6 ზოგავს საკუთარ თავზე
ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ჯობია ფული უფრო სასარგებლო რამისთვის გადაინახოს, ვიდრე საკუთარი თავია. რაში მჭირდება მოდური ტანსაცმელი, უკვე სიბერე დადგა - ფიქრობენ ასეთი ქალები. ზოგი მათგანი მთელ დანაზოგს შვილებს და შვილიშვილებს აძლევს, ზოგი კი „შავი დღისთვის“ ინახავს. დანაზოგი კარგია, მაგრამ უკეთესია თუ ნებისმიერ ასაკში ლამაზად გამოიყურებით და საკუთარ თავზე ზრუნავთ.

7. ინტერესს კარგავს
ანჰედონია, ანუ სიცოცხლით ტკბობის უნარის დაკარგვა დაბერების ხშირი სიმპტომია. ანჰედონია ახასიათებს ადამიან, რომელიც ფიქრობს, რომ უკვე დაბერდა, ყველაფერი დასრულებულია და აღარაფერს აზრი არ აქვს. კი, მაგრამ ხშირად ადამიანებს საკუთარი თავისთვის დრო მხოლოდ სიბერეში რჩებათ. მაშინ რატომ არ უნდა მივბაძოთ პენსიონერებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რომლებიც ამ ასაკში მეორე ცხოვრებას იწყებენ?

8. „ჩვენს დროში უკეთესი იყო“
„ჩვენს დროში უკეთესი იყო“ - ასაკოვანი ქალის საყვარელი ფრაზაა და კარგი ეს უბრალოდ ნოსტალგიური განწყობა არა. ზოგჯერ ასაკოვან ქალებს თანამედროვე სამყაროში არავინ და არაფერი მოსწონთ.

9. ასწავლის და აკრიტიკებს
ასაკისა და გამოცდილების გამო, ქალი თვლის, რომ შეუძლია ყველა გააკრიტიკოს და ადამიანებს საკუთარი აზრი თავზე მოახვიოს. საუბარი არაა გონივრულ რჩევაზე და მხარდაჭერაზე, რომელსაც, რა თქმა უნდა, საჭიროა, არამედ უსაფუძვლო კრიტიკაზე და სხვების აზრის სრულ უარყოფაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა