თეგებით ძიება
21. 05. 2024 სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) პლანეტის საუკეთესო ძოუდოისტი ზედიზედ მესამედ გახდა – ქართველმა ტურნირის ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს სპორტსმენს ტიმურ არბუზოვს ვაზარით მოუგო.

დღეს ფინალურ ბლოკში იასპაერზა 81 კგ-ში მოასპარეზე დიმიტრი გოჩილაიძემაც, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკ მაჰმადბეკოვთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე მსოფლიო პირველობაზე ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი იყო – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 66 კგ-ში კი ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა