თეგებით ძიება

5 თვისება, რომელიც ქალს გათხოვებაში ხელს უშლის

1. კარგი სამსახური, მაღალი თანამდებობა, დიდი ხელფასი - წარმატებული ქალის ყველა ეს ნიშანი მამაკაცის თვალში სულაც არ არის აუცილებელი ქალისთვის, რომელიც სურს მომავალ მეუღლედ იხილოს.
რა თქმა უნდა, ალფონსები არ ითვლება. წარმატებული კარიერა მეტყველებს ხასიათის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა სიმტკიცე, თავდაჯერებულობა და აქტიურობა. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ზედმეტად აქტიური ქალები მამაკაცებს აშინებენ.

2. წარმატებულ გოგონებს უყვართ საუბარი იმაზე, რომ სექსის ქალღმერთები არიან, თუმცა საეჭვოა, ასეთმა განაცხადმა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი მიიზიდოს. პირველ რიგში, სექსში დიდი გამოცდილების მქონე გოგონა ცივი შხაპის მსგავსად მოქმედებს და მეორე, არსებობს იმის შიში, რომ თავად ვერ აღმოჩნდეს „ღმერთი“ – „ქალღმერთის“ გვერდით!

3. ქალი დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნობას, ხშირად სტუმრობს კოსმეტოლოგებს და სილამაზის სალონებს, იტარებს სხვადასხვა პროცედურებს, სხეულის სხვადასხვა ნაწილში სილიკონს იდგამს ა.შ. და ა.შ. მამაკაცების უმეტესობას ასეთი ქალის შეხებაც კი აშინებს. მათ ქვეცნობიერად ხელოვნურად შექმნილი სილამაზის დაზიანების ეშინიათ, ამიტომ მათ მოდუნებას ვერ ახერხებენ და თავს დაძაბულად გრძნობენ.

4. იმ ტიპის გოგონების უმეტესობა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, პარტნიორების მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან. ბუნებრივია, თუ ქალი თავს სრულყოფილებად მიიჩნევს, გვერდით შესაფერისი მამაკაცი უნდა ჰყავდეს. მაგრამ კრიტიკა ურთიერთობისთვის ყოველთვის ცუდია. მაშინაც კი, თუ კაცი ქალბატონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თავად ამ მოთხოვნების არსებობის ფაქტი სიყვარულს კლავს.

5. გოგონა სამ უცხო ენას სწავლობს, უყვარს კლდეზე ცოცვა, ცეკვავს სალსას და რუმბას? ვინ გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა? კაცს გვერდით საყვარელი ქალი სჭირდება და კურსებზე და ტრენინგებზე მორბენალი ადამიანი. ასე, რომ გაითვალისწინეთ!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა