თეგებით ძიება

ამერიკული კვლევით, ყველა დროის საუკეთესო მწერალი რუსთაველი, ხოლო მხედართმთავარი აღმაშენებლია

მაშინ, როცა პანდემიის სამართავად, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ქვეყანაში გადაადგილება შეზღუდულია და მოსახლეობის დიდი ნაწილი მთელ დროს სახლში ატარებს, აქვთ შესაძლებლობა, გაიხსენონ და გადაიკითხონ ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები, რომლებზეც კონტინენტს გაღმა საუბრობენ. ასევე, გაიხსენონ ისტორია, რომელზეც მსოფლიო საუბრობს.

კერძოდ, ამერიკული გამოცემის Ranker-ის გამოკითხვით, ყველა დროის საუკეთესო მწერლებს შორის, საპატიო ადგილი შოთა რუსთაველს უკავია.

ქართველი კლასიკოსი დოსტოევსკის, შექსპირის, ტოლსტოის, ჰომეროსის, ჩარლზ დიკენსის და მსოფლიოს სხვა კლასიკოსების გვერდით პირველ და მეორე ადგილს იყოფენ. პირველ ადგილს შოთა რუსთაველი იკავებს, მეორეს – უილიამ შექსპირი.

ამერიკული კვლევით, ყველა დროის საუკეთესო მწერალი რუსთაველი, ხოლო მხედართმთავარი აღმაშენებლია


რაც შეეხება დავით აღმაშენებელს, ამ ლეგენდარულ მთავარსარდალს, thetoptens-ის გამოკითხვით, 25 მსოფლიო მმართველს შორის სამეულში მოხვდა. სამეულში აღმაშენებლთან ერთად არიან ალექსანდრე დიდი და ტრანგ ჰუნგ დაო.

Ranker-ი უმსხვილესი ციფრული მედია-კომპანიაა, რომელიც ლოს-ანჯელესში არის განთავსებული, იგი ატარებს გამოკითხვებს კულტურის, სპორტის და სხვადასხვა კატეგორიების სფეროდან. გამოცემას ყოველთვიურად 49 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.
ხოლო ცნობილი ინტერნეტგამოცემა Thetoptens-ი ასევე, რეიტინგების შედგენითაა დაკავებული ყველა სფეროში-კულტურა, სპორტი, ინდუსტრია, ბრენდები და ა.შ.


primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა