თეგებით ძიება

„ოცნება“ - 32.3%, „ერთიანობა“ - 20%, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ - 10.9% - Edison Research

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მორიგ შედეგებს ასაჯაროებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა“ – 32.3%

„ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%

„კოალიცია ცვლილებებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10.9%

გახარია – საქართველოსთვის“ – 10.5%

„ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 9.3%

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 6%

„ლეიბორისტული პარტია“ – 5.1%

„პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ – 3.6%

„ჩვენ – დავით ქაცარავა“ – 1.5%

სხვა პარტიები – 0.8%

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიხედვით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-დან 15 სექტემბრამდე შუალედში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა