მამაკაცებს ძლიერი სიყვარული შეუძლიათ - რეალური ისტორიები
მამაკაცებს ძლიერი სიყვარული შეუძლიათ - პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ ისტორიებს, სადაც ნამდვილად უყვართ და ისტორიები, რომელიც რეალურია:
გიორგი 23 წლის
მარიამი სამზარეულოში იყო, ელენეს უმასპინძლდებოდა. რა თქმა უნდა, არასდროს ვუსმენ რას საუბრობენ მეგობრები, თუმცა, იმ დღეს ინტერნეტი გაითიშა და მუსიკის ხმა გაჩუმდა.. იქვე, სავარძელში, კარგად მოვკალათდი, წიგნი ავიღე, თუმცა, სამზარეულოდან გოგონების ხმამაღალი საუბარი ისმოდა..
მარიამი: - რამდენი დღეა არც კი უთქვამს, რომ ვუყვარვარ, თითქოს გაფანტულია, არ მისმენს, ისიც ვერ შეამჩნია, რომ თმები შევიღებე...
ელენე: - მართლა?! აი, ნინის ქმარიც ასე იყო, მერე ხომ იცი, როგორ დაეძაბათ ურთიერთოობა?!
მარიამი: - რაღაცა ხდება, ლაპარაკიც კი არ მინდა, მგონია რომ ვიჩხუბებთ, ცუდს მიგრძნობს გული...
ამ დროს ვზივარ სავარძელში და ვფიქრობ, ვიხსენებ, როგორ ვისხედით ორი საათის წინ ჩახუტებულები, მართალია ვფიქრობდი ხვალინდელ შეხვედრაზე, რომელიც ხელოსანთან ჩავნიშნე კაფელზე, რომელითაც სააბაზანო უნდა განვაახლო...
თმები?! ჰო, თმები... არც ისე მომწონს ეს ფერი თმა და არ შევიმჩნიე, ისიც კი რომ ფერი შეიცვალა... რადგან ვერ მოვატყუებდი მომწონსო და არც გული მინდოდა მეტკინა მისთვის...
(ისტორიიდან ყველაფერი არ არის ასე საეჭვო და ნეგატიური, მამაკაცებსაც შეუძლიათ დიდი სიყვარული, გაიღიმეთ)
დემეტრე 19 წლის
ხვალ ვნახავ ნინის, დღეს არ დავრჩი მეგობრებთან გასართობად, შეიძლება გაგვეთენებინა, არ მინდა მის დაბადების დღეზე „პახმელიაზე“ მივიდე. მინდა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს, მინდა ნინის ძალიან მოვეწონო, იამაყოს ჩემით...
როგორ ვღელავ!
რა ვუყიდო?!
სუნამო?
წიგნი?
შევედი მის ინსტაგრამზე, წითელი ფერი მოსწონს... წითელ ტუჩსაცხს ვუყიდი... არა სისულელაა... როგორ ვნერვიულობ
რა გაუხარდება ნინის?!
(ისტორიიდან მამაკაცები იმაზე მეტად ფიქრობენ, იმაზე მეტად დაკვირვებულები არიან, იმაზე მეტად სურთ გაგვახარონ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით აღიქმება და ჩანს)
დავითი 46 წლის
რა დიდად იწერება ჩემი ასაკი... ციფრებით დიდია,,,არადა მასზე რომ ვფიქრობ, ისევ ის პატარა ბიჭი ვხვდები, ვისი მანქანის საბურავების ხმას, ხუთი შენობის იქით ცნობდა და ისე ხშირად ვუახლოვდებოდი მის ფანჯრებს, მადა ეკარგებოდა, ამიტომ სულ ძალიან გამხდარი იყო (იცინის) (ჩემს წინ მამაკაცი იჯდა რომელიც დაახლოებით 65 წლისას გავდა, როდესაც ოთახში შემოვიდა, ახლა მასზე საუბრობს და მგონია რომ სხვა „ბიჭი“ ზის, სადღაც 25 წლის, რომელსაც თამუნა უყვარდა)..
მერე არჩევანი ვერ უფროსწორად არ გავაკეთე მას და ჩემი ცხოვრების სტილს შორის და დავკარგე,,, დავკარგე, იცით რამდენი რამ და ვინ დამიკარგავს ცხოვრების მანძილზე, ძალიან ბევრი, მაგრამ მსგავსი არავინ...მერე ცხოვრების სტილი შევიცვალე, მაგრამ იგი უკვე აღარ იყო ჩემთან...ეს ძალიან ძალიან გვიან გავაკეთე... ვერ ვივიწყებ, უფრო სწორად როგორ შეიძლება დავივიწყო, იგი ჩემი ნაწილია, აი ისეთი როგორიც შეიძლება ჩვენი რომელიმე სხეულის ნაწილი იყოს...
მასზე ფიქრები ამბედნიერებს, ცხოვრების ხალისს მმატებს,,, როდესაც მასზე ვფიქრონ მე არ ვარ 46 წლის..კვლავ ის დათო ვარ, რომელსაც ის მოცეკვავე პატარა შავგრემანი, ხვეულთმიანი, ძალიან გამხდარი გოგო უყვარდა...
(ისტორიებიდან მამაკაცებსაც ძალიან უყვართ და ენატრებათ)
არჩილი 35 წლის
როდესაც ვხედავ მგონია რომ ახლა ყველაფერს ვეტყვი...ვეტყვი რამდენს ვფიქრობ მასზე... როგორ მინდა შევეხო, როგორ შეუძლია ერთი ჩვეულებრივი დღე, მისი არსებობით რაიმე დიდ ზეიმად გადამიქციოს...რა ძლიერი ვხდები მაშინ..რომ მის გვერდით ასე მგონია ყველაზე ბედნიერი ვარ, მინდა ვიყვირო ამაზე, ისე ხმამაღლა რომ ჩემმა ხმამ შემძრას, მაგრამ როდესაც ვიწყებ სიტყვის მოკრებას, სადღაც ჩერდებამ ჩერდება და უბრალოდ ვჩუმდები და ვუყურებ, ვუყურებ და ვფიქრობ ვინა რის იგი?! რატომ არის ასე დიდი ჩემთვის?! და ამ ფიქრებში, მის თვალიერებაში, იგი უბრალოდ გაუცერებლად ლაპარაკობს, იცინის, ისე გულიანად იცინის, რომ მეც სიცილს ვიწყებ, მერე ვსაუბრობთ ყველა სისულელეზე, ყველაფერზე, პოლიტიკის და სიყვარულის გარდა...
მისთვის ალბათ საუკეთესო მეგობარი ვარ, ჩემთვის უბრალოდ არჩვეულებრივი მოვლენაა ...ასე უმოქმედოდ გადის დღეები და მაინც ყველაზე ბედნიერი ვარ მის გვერდით..
(ისტორიებიადან მამაკაცებსაც ძალიან უყვართ, უბრალოდ ზოგჯერ ისინი არიან ჩუმად)
ნიკა 29 წლის
ძალიან ვაწყენინე, რა ვიცი როგორ მოვიქცე?! არ მესაუბრება, გამირბის...
დღეს სუნამო ვუყიდე პირველ შეხვედრაზე რაც ვაჩუქე..
დახედა თავიდან გადადო გვერდით..
რამდენიმე საათში აიღო და გამიღიმა
ეს რას ნიშნავს?!
ეს უკვე კარგია ხო?!
ჰო, კიდევ ის დამავიწყდა, იმ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით, ცოტა დალია, ჩემგან მოშორებით იჯდა, მერე გიტარა აიღო და ის სიმღერა იმღერა ჩვენი სიმღერა რომ არის..
ეს რას ნიშნავს?!
(ისტორიებიდან მამაკაცებიც ძალიან განიცდიან, ისინიც ფიქრობენ „ეს რამეს ნიშნავს?“)
ლუკა 22 წლის
ფაქტობრივად მთელი ღამე არ მეძინა, დღეს ანი უნდა მენახა წლების შემდეგ... მინდოდა ძმაკაცებისთვის დამერეკა, მერე ავდექი და დედას ვუთხარი, რაღაცები ვკითხე (იცინის)
არ ვიცოდი როგორ დამეწყო საუბარი, ტესტებიც დავალაგე, ცოტა „გამიტყდა“... გოგოები იქცევიან ალბად ასე... მაგრამ ისე მინდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ათასჯერ გადავეწყვე და გადავაწყვე ტექსტი. მერე ვნახე და დამავიწყდა.ისეთი ლამაზი იყო, ულამაზესი თეთრი მაქმანებიანი კაბით მოვიდა...
არც ტექსტი იყო საჭირო, ვაკოცე... ჰო, უცებ ვაკოცე. რამდენი წელია ამას ველოდები, გული ისე მიცემდა, მინდოდა ხმა დამეხშო, რომ არ გაეგო ეს ბაგაბუგი..
ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ისიც ბედნიერია. უბრალოდ მინდა ეს უსასრულოდ გაგრძელდეს
(ისტორიებიდან მამაკაცებსაც აქვთ ემოციები)