აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას, ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს.
„სალამი მეგობრებო.
მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ:
სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო.
მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.
ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო.
არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში.
წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.
ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა.
გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“, - წერს ჯაფარიძე.