თეგებით ძიება

ეს არც მაგიაა, არც მისტიკა - როგორ ვისწავლოთ ურთიერთქმედება ფულის ენერგიასთან

ფულის ენერგია წყლის ენერგიის მსგავსია! აბა გაშინებთ წყურვილი? ხომ სასაცილოა გეშინოდეთ წყურვილის?

წარმოიდგინეთ ზუსტად ასევე სასაცილოა, როდესაც უფულობა გაშინებთ ენერგეტიკულ დონეზე, რადგანაც სამყარო უხვია და ფული ყოველთვის და ყველასთვის ხელმისაწვდომია, უბრალოდ ფულის ენერგიასთან ურთიერთქმედება უნდა ვისწავლოთ.

ეს არც მაგიაა, არც მისტიკა და მითუმეტეს არც ჰიპნოზია!

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ გააცნობიეროთ საკუთარი შესაძლებლობების ნაყოფიერად გამოყენება, როდესაც უბრალოდ იწყებთ თქვენი ნეირონების მოსმენას, რომელიც დიდიხანია ყვირის, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ, მითუმეტეს ფინანსებთან დაკავშირებით!

მაგრამ თქვენ მაინც გამუდმებით ქმნით მთელ რიგ წინააღმდეგობებს, შეზღუდვებს და წინაღობებს. ამით გამოხატავთ განზრახვას უარი თქვათ ფულზე, რომელიც მენტალურ დინეზე ისეთნაირად ვიბრირებს, რომ თითქოსდა არ გიყვართ ფული. აქედან გამომდინარე ფულის ენერგიაც გულგრილობითვე გპასუხობთ.

ცხელი, ცოცხალი, გახნსილი შესაძლებლობებითა და სიხარულით სავსე ფულის ენერგიას თქვენთან დამეგობრობა სურს, მაგრამ თქვენ თვითონ ირჩევთ ცხოვრებას, სადაც მთელი ოკეანით სავსე ფულის ნაცვლად სარგებლობთ იშვიათად მომდინარე ონკანის წყლით.

განურჩევლად ასაკისა, სტატუსისა და სოციალური მდგომარეობის თითოეულს თავისი ოკეანე აქვს.

არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორი მშობლები გყავთ, რამდენი ფული გაქვთ ამჟამად ჯიბეში, სახლში ზიხართ, ბავშვებს უვლით თუ დიდი ბიზნესი გაქვთ - თქვენ ყოველთვის გაქვთ თქვენთვის უნიკალური მიმართულება, რა მიმართულებითაც უნდა განვითარდეთ.

ზურგზე ფრთები გაქვთ, გაისწორეთ და იფრინეთ! დამეთანხმებით რომ დაბლა ხოხვას ყველა შემთხვევაში ფრენა ჯობია!

გისურვებთ მწერვალების დაპყრობას!

იმისათვის, რომ სიუხვით შეავსოთ თქვენი მომავალი ცხოვრება, გთავაზობთ აფირმაციების კრებულს, რომელიც ლოცვის სახით ფორმულირდა.

დაე ამ ლოცვამ მოახდინოს თქვენი აზრების პოზიტივით სტრუქტირირება და მოიზიდოს სიუხვე და ფინანსები თქვენს ცხოვრებაში.

გაიმეორეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რათა თქვენმა გონებამ გააცნობიეროს ახალი და სასურველ შედეგზე მიმართული პროგრამები:

მე ვიხმობ და პატივსმივაგებ უსაზღვრო სიუხვეს, რომელიც ჩემში ცოცხლობს!

ეს არის გზა ჩემი უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ!

მე მადლიერებით ვიღებ ღვთიურ სიკეთეებს, რომელიც თითოეულ წუთს ჩემს ცხოვრებაში შემოედინება!

ჩემს ცხოვრებაში ცირკულირებს სიმდიდრის ენერგია!

დღითიდღე სულიერად, მენტალურად და ფინანსურად ვმდიდრდები!

მე გულუხვი სამყაროს მადლიერი ვარ!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა