„მინდა ის ხალხი გავაწბილო, ვინც სისულელეებს წერს, მე და გია ბევრად ადრე დავუბრუნდით ერთმანეთს” – თამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძის და გია როინიშვილის განშორებამ წლების წინ მთელი საქართველო აალაპარაკა, თუმცა დიდი ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წყვილი შერიგდა, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ, არც გია როინიშვილს უსაუბრია და არც თავად თამრიკო ჭოხონელიძეს.
მომღერალი გუშინ ლელა წურწუმიას გადაცემის სტუმარი იყო, სადაც ქმართან დაშორების პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ პერიოდს მისი ცხოვრებიდან საერთოდ ამოგლიჯავდა.
ბოლო დროს თამრიკო ჭოხონელიძე ხშირად აკრიტიკებს ხმამაღლა “ქართულ ოცნებას”, საზოგადოების ნაწილი კი თვლის, მომღერალმა პოლიტიკური შეხედულებები ქმართან შერიგების შემდეგ შეიცვალა.
გია როინიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ღია მხარდამჭერია.
ლელა წურწუმიამ თამრიკო ჭოხონელიძეს სწორედ ეს კითხვა დაუსვა, რაზეც ჭოხონელიძემ შემდეგი პასუხი გასცა.
“საკითხავია ვინ დაბრუნდა? აქ დაბრუნებაზე არ იყო საუბარი. ჩვენ სხვადასხვა გზით წავედით, რაღაც პერიოდის შემდეგ, მე დავიბრუნე ჩემი თავი. ზუსტად ის ადამიანი ვარ, როგორიც შემიყვარა ხალხმა. მივხვდი ქალი დაბრუნდა ჩემში. გიამ რა დაინახა არ ვიცი.
მე დავინახე, რადგან ჩემში ეს ყველაფერი დაბრუნდა, მე მომეცა იმის ასპარეზი გონებაში, ოჯახის ღირებულებები გადავანაწილე.
მივხვდი ეს ადამიანი ჩემთვის რიგითი არ არ არის. ნელ-ნელა დავუბრუნდით ერთმანეთს.
მინდა ის ხალხი გავაწბილო, ვინც სისულელეებს წერს. ასე, როგორ უნდა დაპატარავდე? ასე იოლია დანგრევა და აღდგენა? პოლიტიკა ამას როგორ უნდა აკეთებდეს? სირცხვილია!
ჩემო ძვირფასებო მე და გია ბევრად ადრე დავუბრუნდით ერთმანეთს. ამჯერად პოლიტიკურად ერთ აზრზზე ვდგავართ. სხვადასხვა გზაზე რომ ვიდექით, მაშინ დავუბრუნდით ერთმანეთს” – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
Primeambebi.ge