„ხალხს საახალწლო კონცერტი ჩაუშალა. ამ ქალს ძალაუფლება რომ ჰქონდეს, ცეცხლსაც გახსნიდა“ - ამირან სალუქვაძე პრეზიდენტზე
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში კონცერტისთვის დამონტაჟებულ ერთ-ერთ სცენაზე ავიდა, შეკრებილებს მოკლე სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც სცენა დატოვა. მომხდარს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოცილურ ქსელში გამოეხმაურა:
„ზურაბიშვილი აქტივისტებთან ერთად მივიდა მერიის მიერ მოწყობილ კონცერტზე, ძალით ავიდა სცენაზე, ფაქტობრივად კონცერტი ჩაშალა.
კონცერტზე მისულ ხალხს მისვლისთვის მადლობა უთხრა, თითქოს თვითონ მიიწვია.
ხალხს საახალწლო კონცერტი ჩაუშალა.
ამ ქალს ძალაუფლება რომ ჰქონდეს, ცეცხლსაც გახსნიდა.
მსოფლიოში თუ მომხდარა ოპოზიციას საახალწლო კონცერტის სცენა გამოეყენებინოს პოლიტიკური აქციისთვის?
მაინცდამაინც ნაძვის ხესთან უნდათ. რიყეზე რომ ჩაატარო აქცია, ან სხვაგან?!“ - წერს ამირან სალუქვაძე.