თეგებით ძიება
10. 12. 2020 მსოფლიო

უმძიმესი ეპიდვითარება რუსეთსა და აშშ-ში- კოვიდ 19-ისგან გასულ 24 საათში 3600-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსი განსაკუთრებით მასშტაბურად უტევს აშშ-სა და რუსეთს. უკანასკნელ 24 საათში შეერთებულ შტატებში 3054 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდული და უპრეცედენტო მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის აშშ-ში სტაციონარულუ მკურნალობის ქვეშ 100 000-ზე მეტი ადამიანია, რომელთა უმრავლესობაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ამერიკაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 15 822 331 ადამიანია დაავადებული კოვიდ 19-ით, რომელთაგან 296 000-ზე მეტი დაიღუპა , ხოლო 9 მილიონზე მეტი კი გამოჯნარმთელდა.

მძიმე ვითარებაა აგრეთვე რუსეთშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 27 927 შემთხვევა აღნიშნა, ხოლო დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 2 569 126 შეადგინა. უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში 562 პაციენტი დანებდა სიკვდილს, რომლის შემდეგაც ფატალურ შემთხვევათა რიცხვი 45 000-ს გაცდა და ამ მაჩვენებლით რუსეთი ევროპაში მე-4 ყველაზე მძიმე ეპიდვითარების მქონე ქეყანა გახდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა