თეგებით ძიება
20. 09. 2024 მსოფლიო

ბეირუთში ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას მეთაური დაიღუპა

Reuters-ის ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთით, ისრაელის თავდასხმის შედეგად, ჰეზბოლას ელიტური დანაყოფის, რადვანის მეთაური, იბრაჰიმ აქილი დაიღუპა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქილი რადვანის ერთეულის წევრებთან ერთად შეხვედრას მართავდა, რა დროსაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა საცხოვრებელი უბანი დაბომბა.

ამასთან, ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვია. ამ დრომდე არსებული მონაცემებით, დაშავებულია 17 ადამიანი.

ლიბანთან დაძაბული ვითარების გამო ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი ჰერცი ჰალევი ჩრდილოეთის სარდლობის ხელმძღვანელს და სარდლობის დანაყოფების მეთაურებს შეხვდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა