თეგებით ძიება
20. 09. 2024 სპორტი

სანიოლი საუკეთესოებს ათამაშებს, გუნდში კარგ ატმოსფეროს კი სამართლიანი მიდგომა ქმნის - ვლადიმერ გუცაევი

ბუდუ ზივზივაძე ძალიან მაგარი ფეხბურთელია – ძალიან მიყვარს როგორც პიროვნება და როგორც მოთამაშე. თუმცა, სანიოლი მიქაუტაძეს ენდო, რომელიც კონკრეტულ მომენტში გუნდისთვის უფრო სასურველი იყო, - ამის შესახებ ლეგენდარულმა დინამოელმა ვლადიმერ გუცაევმა საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრებში ახლა ვერავინ იტყვის რეზერვის მოთამაშეებიდან, რომ ვინმე იჩაგრება. სანიოლის დანიშვნის შემდეგ გუნდში თამაშობენ ის ფეხბურთელები, ვინც დღეისათვის მართლა ყველაზე ძლიერები არიან.

ნებისმიერ გუნდში კარგ ატმოსფეროს სამართლიანი მიდგომა ქმნის. როცა ხედავ, რომ სათადარიგოებში ხარ, მაგრამ კონკურენტი გჯობნის, ხვდები, რომ (მწვრთნელი) მართალია.

ბუდუ ზივზივაძე ძალიან მაგარი ფეხბურთელია – ძალიან მიყვარს როგორც პიროვნება და როგორც მოთამაშე. თუმცა, სანიოლი მიქაუტაძეს ენდო, რომელიც კონკრეტულ მომენტში გუნდისთვის უფრო სასურველი იყო. ბუდუ კი მოედანზე ხუთი წუთითაც რომ შეუშვა, მაინც სულს და გულს დებს“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა