თეგებით ძიება
10. 12. 2020 მსოფლიო

გაუპატიურების მსხვერპლ 12 წლის გოგოს აბორტზე ხელისუფლებამ უარი უთხრა, მან ტყუპები დაბადა

არგენტინაში, მას შემდეგ, რაც 12 წლის გოგონას გაუპატიურების მიუხედავად აბორტის გაკეთებაზე უარი განუცხადეს, ტყუპები შეეძინა. ხუხუის პროვინციაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვს აიძულეს, რომ ორსულობა შეენარჩუნებინა მაქამდე, სანამ ტყუპების საკეისრო კვეთით მშობიარობა არ იქნებოდა უსაფრთხო.

არგენტინაში კანონმდებლობა აბორტთან მიმართებით ძალზე მკაცრია. მხოლოდ გასულ წელს იქნა დაშვებული აბორტის პროცედურა, რომელიც მხოლოდ გაუპატიურების შემთხვევაში იქნება დაშვებული და ლეგალური.

12 წლის გოგონას სახელი ამ დრომდე უცნობია, აგრეთვე არაა ცნობილი იმ მოძალადის ვინაობაც, რომელმაც ბავშვზე იძალადა. ზემოხსენებულმა ფაქტმა- ხელისუფლების მიერ ნებართვის არ მიცემამ აბორტზე არგენტინაში სამედიცინო სპეციალისტების კონსოლიდაცია და მთავრობის ერთხმად გაკრიტიკება, დაგმობა გამოიწვია.



ექიმებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია არასრულწლოვანის გოგონას ჯანმრთელობის ფიზიკური და ემოციური განწყობის დაზიანება.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა