თეგებით ძიება

"დედამ შვილისთვის მოიპარა სგუშონი „ზღაპარში“ და პატრულს გამოუძახეს, პატრულმა იტირა"

სოციალურ ქსელში ვრცელდება სტატუსი, სადაც მომხმარებელი წერს, რომ 24 წლის გოგომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში "სგუშონი" მოიპარა, რომელსაც 4 შვილი ჰყავს და პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა.

ამ პოსტს სხვა მომხმარებელი გამოეხმაურა, რომელიც მოსახლეობას ახალგაზრდა დედის მოძებნაში დახმარებას ითხოვს.

როგორმე მაპოვნინეთ 24 წლის დედა ზაჰესში? ეგებ რამე იცით?

„გუშინ დედამ შვილისთვის მოიპარა სგუშონი „ზღაპარში“ და ამ ნაძირლებმა პატრულს გამოუძახეს. ერთი ამბავი ავტეხე. პატრულმა იტირა, გეფიცები. სულ დედა აგინეს ხალხმა. ფული შევაგროვეთ და სავსე ნობათი გავატანეთ, 24 წლის გოგო იყო. სამსახურიდან გამოუშვეს პანდემიის გამო. პატრული გაგიჟდა, ჩასვა და წაიყვანა ზედა ზაჰესში. აი, 4 დღე ბავშვი სუხარზე და ჩაიზე მყავსო. ქმარი დაეღუპა, სამხედრო იყო სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიღუპა. დასკვნა თქვენთვის მომინდვია... ამასაც გავატარებთ...“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკა ბახა „ფეისბუქში“ წერს ამ ისტორიას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა