ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები - ზურაბ ჯაფარიძე
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმა მნიშვნელოვანი შედეგები უკვე მოიტანა.
ჯაფარიძის განცხადებით, თითქმის ორი თვე გავიდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან და “რუსეთის სატელიტი ქვეყნების გარდა არავინ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას“.
ამ არჩევნების შედეგებს მხოლოდ აღიარებს რუსეთის სატელიტი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, როგორიც არის ვენესუელა და ნიკარაგუა. ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ესეც არის შედეგი იმ პროტესტის, რომელიც ყოველდღე ხორიცელდება რუსთაველის გამზირზე.
ამ პროტესტით და საერთაშორისო მხარდაჭერით მივალთ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლება და ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ ოპოზიციის გაერთიანებულ ბრიფინგზე.