თეგებით ძიება

სექტემბერში, თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინები 9.9%-ით გაძვირდა, ხოლო, ქალაქის ცენტრში - 12.3%-ით - Colliers

2026 წლის სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 6.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ უახლესი კვლევიდან ვგებულობთ.

უფრო კონკრეტულად კი, სექტემბერში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,245 ერთეული შეადგინა.

რაც შეეხება ფასებს, 2026 წლის სექტემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 15%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 12.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

“აღსანიშნავია, რომ ფართო ცენტრში რამდენიმე ძვირიანი პროექტის რეგისტრაცია დაიწყო, რამაც იმოქმედა ფასების ზრდაზე. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10%-ით გაიზარდა” – ვკითხულობთ კვლევაში.

რაც შეეხება ძველ ბინებს, 2026 წლის სექტემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ქალაქის ცენტრში 16.8%-ით, ფართო ცენტრში 17.3%-ით, ხოლო გარეუბანში 10.9%-ით გაიზარდა.

Colliers-ის ცნობით, ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 14%-ით მოიმატა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა